მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო სკოლები VS საჯარო სკოლები - რას აჩვენებს PISA 2022-ის შედეგები?

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამამ (PISA) 2022 წლის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, საქართველო წაკითხულის გააზრებაში, 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა. მათემატიკაში მე-60, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი 66-ე პოზიცია უჭირავს.

კვლევის თანახმად ირკვევა, რომ საქართველოს 2022 წლის შედეგები, 2018 წელთან შედარებით, მათემატიკასა და კითხვაში გაუარესდა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი მცირედით გაუმჯობესდა.

მონაცემების მიხედვით, საქართველოში კერძო სკოლების მოსწავლეები სტატისტიკურად მნიშვნელოვნად მაღალ შედეგებს აღწევენ საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შედარებით, როგორც მათემატიკაში, ასევე კითხვასა და საბუნებისმეტყველო საგნებში.

სკოლის ტიპების მიხედვით, შედეგები ასეთია:

  • მათემატიკა: კერძო - 445 ქულა, საჯარო - 384 ქულა;
  • კითხვა: კერძო - 426 ქულა, საჯარო - 369 ქულა;
  • საბუნებისმეტყველო საგნები: კერძო - 436 ქულა, საჯარო - 379 ქულა.

სკოლის ადგილმდებარეობის მიხედვით, PISA 2022-ში მათემატიკაში მაღალი შედეგებით გამოირჩევიან თბილისის მაცხოვრებელი მოსწავლეები (417 ქულა), შემდეგ სხვა ქალაქებისა (383 ქულა) და სოფლად მცხოვრები მოსწავლეები (369 ქულა). ყველაზე დაბალი შედეგები დაბაში მცხოვრებ მოსწავლეებს აქვთ (344 ქულა). მსგავსი შედეგებია კითხვასა და საბუნებისმეტყველო საგნებშიც.

PISA 2022 წლის შედეგებით, საქართველოში ბიჭები (387 ქულა) და გოგონები (393 ქულა), საშუალოდ მსგავს დონეზე ასრულებდნენ მათემატიკის დავალებებს, თუმცა კითხვაში გოგონები 35 ქულით სჯობნიდნენ ბიჭებს. საბუნებისმეტყველო საგნებში კი გოგონების მაჩვენებლები (391 ქულა) ბიჭებისას (377 ქულა)14 ქულით აღემატებოდა. PISA 2022-ში მონაწილეობდა 81 ქვეყნისა და აერთიანებდა დაახლოებით 29 მილიონ 15 წლის მოზარდს.

სტუმარი: ავთო აბდუშელიშვილი - სკოლა „შავნაბადას“ დირექტორი, სასკოლო ადმინისტრატორთა ასოციაციის წევრი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები