მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო თვითმფრინავების მიერ გამოყოფილი დაბინძურება 50%-ით გაიზარდა

კერძო თვითმფრინავი

კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგოდ გატარებული რეფორმების მიუხედავად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში კერძო თვითმფრინავების მიერ გამოყოფილი დაბინძურების მაჩვენებელი 50%-ით გაიზარდა.

გლობალური ემისიების უდიდესი ნაწილი ამერიკელ და ევროპელ მილიონერებზე, პოლიტიკოსებსა და ცნობილ სახეებზე მოდის.

მხოლოდ გასული წლის განმავლობაში კერძო თვითმფრინავების მიერ გამოყოფილი CO2-ის მოცულობამ 15.5 მილიონი ტონა შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

როგორც ცნობილია, საერთო ჯამში, კერძო თვითმფრინავს 256 ათასი ადამიანი ფლობს, რაც პლანეტის მოსახლეობის 0.003%-ია, თუმცა ეს ადამიანები ფრენისას უფრო აბინძურებენ დედამიწას, ვიდრე სახელმწიფოების დიდი ნაწილი.

საგანგაშოა ის მაჩვენებელიც, რომ კერძო რეისების უდიდესი ნაწილი 500 კილომეტრზე ნაკლებ რადიუსში იყო განხორციელებული. მგზავრობების მნიშვნელოვანი ნაწილი კი 10 წუთზე ნაკლები ხანი გრძელდებოდა, ანუ მდიდარი მოქალაქეები საავტომობილო მანძილსაც თვითმფრინავებით ფარავენ, რაც, ცხადია, გარემოზე ნეგატიურად აისახება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები