საკუთარი საცხოვრებლის არჩევისას ახალგაზრდა ოჯახებისთვის პრიორიტეტები სულ უფრო მეტად იცვლება. თუ რამდენიმე წლის წინ მთავარი კრიტერიუმი ქალაქის ცენტრთან სიახლოვე იყო, დღეს ბევრისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია მშვიდი გარემო, სუფთა ჰაერი, უსაფრთხო სივრცე და ისეთი გარემო, სადაც ბავშვები ბუნებასთან ახლოს გაიზრდებიან. ამასთანავე, ქალაქიდან შორს გადასვლაც არ სურთ, ყოველდღიური ცხოვრება, სამსახური, სკოლები და სხვა საჭიროებები კვლავ დედაქალაქთან სიახლოვეს მოითხოვს.

სწორედ ამ მოთხოვნებს პასუხობს Haven Capital-ის პრემიუმ პროექტი Haven Fields, რომელიც ტაბახმელაში, თავისუფლების მოედნიდან 15 წუთის სავალზე ვითარდება.
გუნდში აცხადებენ, რომ პროექტის კონცეფციის შექმნისას მთავარი აქცენტი სწორედ ცხოვრების ხარისხზე გაკეთდა. Haven Fields 16 პრემიუმ ვილისგან შემდგარ დახურულ კერძო უბანს წარმოადგენს, რომელიც გათვლილია იმ ადამიანებზე, ვისთვისაც მნიშვნელოვანია უსაფრთხო, მშვიდი და ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი გარემო.
„დღეს ოჯახები მხოლოდ სახლს აღარ ეძებენ, ისინი გარემოს არჩევენ, სადაც შვილები გაიზრდებიან. სწორედ ამიტომ ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა სივრცე, რომელიც ბუნებასთან სიახლოვეს, კონფიდენციალურობასა და ქალაქთან მარტივ კავშირს გააერთიანებდა“.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ პროექტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ღირებულების შეთავაზებაა. მათი შეფასებით, იმ ბიუჯეტით, რასაც ბევრი მყიდველი თბილისის ცენტრალურ უბნებში ბინის შესაძენად განიხილავს, Haven Fields-ში შესაძლებელია კერძო ვილის შეძენა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, ადამიანებისთვის შეგვეთავაზებინა ალტერნატივა, კერძო სახლი ქალაქიდან მხოლოდ 15 წუთის სავალზე, ისეთი ღირებულებით, რომელსაც ბევრი დღეს ქალაქში ბინის შეძენისთვის განიხილავს“.
Haven Capital-ში განმარტავენ, რომ ტაბახმელა შემთხვევით არ შეურჩევიათ. მათი შეფასებით, ეს ლოკაცია ერთდროულად აერთიანებს ბუნებრივ გარემოს, ეკოლოგიურად სუფთა ჰაერს, სიმშვიდესა და ქალაქთან სწრაფ კავშირს. სწორედ ამ თვისებების გამო ტერიტორია ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მიმართულებად ყალიბდება როგორც საცხოვრებელი, ისე საინვესტიციო თვალსაზრისით.
ტაბახმელას განსაკუთრებულ მნიშვნელობას მისი ისტორიაც სძენს. საუკუნეების განმავლობაში ეს ადგილი სამეფო კარის ერთ-ერთ საზაფხულო დასასვენებელ სივრცედ მიიჩნეოდა. ისტორიული წყაროების მიხედვით, სწორედ ტაბახმელაში დაიბადა თამარ მეფის ვაჟი, ლაშა-გიორგი, ხოლო გადმოცემების თანახმად, თავად თამარ მეფეც ხშირად ატარებდა დროს ამ მხარეში. Haven Capital-ში მიაჩნიათ, რომ ეს ისტორიული მემკვიდრეობა ტაბახმელას გამორჩეულ იდენტობას ანიჭებს და ბუნებრივ გარემოსთან ერთად მის ღირებულებას კიდევ უფრო ზრდის.

პროექტი მყიდველებს მწვანე კარკასის მდგომარეობით ჩაჰბარდებათ. კომპანიაში განმარტავენ, რომ ეს მფლობელებს შესაძლებლობას მისცემს, საცხოვრებელი საკუთარი საჭიროებებისა და ცხოვრების სტილის შესაბამისად მოაწყონ, ხოლო Haven Capital უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის კონსტრუქციასა და სრულად გამართულ ძირითად საინჟინრო სისტემებს.
„ვფიქრობთ, დღეს საუკეთესო გადაწყვეტილება ის არის, როდესაც საცხოვრებელი ერთდროულად პასუხობს როგორც ოჯახის დღევანდელ საჭიროებებს, ისე მომავალ ღირებულებას. სწორედ ამ იდეაზე ავაგეთ Haven Fields, პროექტი, რომელიც აერთიანებს მშვიდ გარემოს, ქალაქთან სიახლოვესა და გრძელვადიან საინვესტიციო პოტენციალს“.



























