ადგილობრივ ბაზარზე კომპანია “კერხერ საქართველო” მასშტაბურ განვითარებას განაგრძობს. აღმაშენებლის ხეივანზე ახალი კერხერ ცენტრი, სათავო ოფისი და თანამედროვე სერვისცენტრი ერთ სივრცეში გაიხსნა. ახალი ლოკაციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად კორპორაციის რეგიონული ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ, რომლებიც თბილისში სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩამოვიდნენ. რა კონცეფციას ატარებს ახალი მრავალფუნქციური სივრცე და რას სთავაზობს ბრენდი მომხმარებელს?






























