ქართული სტარტაპ-ეკოსისტემა ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება, რის დასტურად ისიც გამოდგება, რომ ქართული კომპანიები საქართველოს მცირე ბაზარს არ ჯერდებიან და საკუთარ ნოუჰაუს რეგიონის და ხშირ შემთხვევაში, შორეული კონტინენტების ქვეყნებში აზიარებენ. ერთ-ერთი ასეთი სტარტაპი - ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანია Kernel-ია, რომელმაც საკუთარი ტექნოლოგიური გადაწყვეტა, არც მეტი, არც ნაკლები, ინდოეთის თითქმის მილიარდ-ნახევრიან ბაზარზე დანერგა, თანაც წარმატებით. რატომ აირჩია Kernel-მა ინდოეთი, რა შედეგები აქვს Kernel-ს მსოფლიოს ყველაზე დიდი მოსახლეობის მქონე ქვეყანაში და რას უნდა ველოდოთ კომპანიისგან 2024 წელს?
სტუმარი: ბექა დალაქიშვილი-Kernel-ის თანადამფუძნებელი;