მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კერხერის“ თბილისის სერვის-ცენტრი მისამართს იცვლის

6437bd808c144
BM.GE
14.04.23 09:00
946
„კერხერის“ თბილისის სერვის-ცენტრმა მისამართი შეიცვალა. კომპანიის სერვისის მიღება მომხმარებელს ახლა უკვე აკაკი ბელიაშვილის 53 ნომერში შეუძლია. სერვის-ცენტრი ღიაა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 18:00 საათამდე.

ახალი სერვის-ცენტრი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებითა და დანადგარებით, რაც აპარატების შეკეთების დროს კიდევ უფრო შეამცირებს და მომხმარებელს უფრო სწრაფად ჩაბარდება შეკეთებული ნივთი. ახალ სერვის-ცენტრში მომხმარებელს მოემსახურებიან გერმანული სტანდარტებით სერტიფიცირებული ტექნიკოსები.

„ჩვენი ტექნიკოსების პროფესიონალიზმიდან და სტანდარტებიდან გამომდინარე, ახალ სერვის-ცენტრში მომხმარებელი უფრო სწრაფად შეძლებს, როგორც პროფესიონალური და საყოფაცხოვრებო, ასევე საგარანტიო და არასაგარანტიო და მუნიციპალური პროფესიონალური აპარატების შეკეთებას“, - აცხადებენ კომპანიაში.

გარდა ამისა, ახალ სერვის-ცენტრში უზრუნველყოფილია მომხმარებლებისთვის კომფორტული გარემო.

„კერხერის“ ბრენდისთვის ეს მეოთხე სერვის-ცენტრი და შოურუმი გახლავთ. დანარჩენი სერვის-ცენტრები განლაგებულია ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში. მთელი საქართველოს მასშტაბით 15-მდე ტექნიკოსი ემსახურება მომხმარებელს.

აღსანიშნავია, რომ „კერხერი“ მსოფლიო ბაზარზე თითქმის 100 წელია ოპერირებს და დასუფთავების ტექნოლოგიის მწარმოებელ მსოფლიო ლიდერს წარმოადგენს. საქართველოში იგი წარმოდგენილია 2016 წლიდან. ბრენდი აწარმოებს, როგორც პროფესიონალური დანიშნულების აპარატებს ბიზნესში გამოსაყენებლად, ასევე საყოფაცხოვრებო დანიშნულების აპარატებს საოჯახო მოხმარებისთვის. პროდუქციის ასორტიმენტში შეხვდებით ავტომობილის სარეცხ აპარატებს, მტვერსასრუტებს, ორთქლის აპარატებს, მინის საწმენდებს, ელექტრო ან მექანიკურ ცოცხებს და სხვა მრავალს. „კერხერი“ მუდამ ქმნის განსხვავებას და მომხმარებელს ანებივრებს ინოვაციური პროდუქციით.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები