კომპანია „კერხერმა“ საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში ჰორეკა სექტორის წარმომადგენლებისთვის ტექნოლოგიის გამოფენა მოაწყო.
კომპანიის ინფორმაციით, მესამე პავილიონში მისულ სტუმრებს "კერხერის" წარმომადგენლებმა 50-მდე პროდუქციის პრეზენტაცია მოაწყვეს.
ღონისძიების ფარგლებში, 150-მდე სტუმარს ჰქონდა საშუალება, გაცნობოდა როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე შიდა და გარე გამოყენების პროფესიონალური დასუფთავების აპარატებს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სივრცეები, სადაც შესაძლებელი იყო მოწვეულ სტუმრებს დაეთვალიერებინა ყველა სივრცე დეტალურად, მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია აპარატების დანიშნულებისა და სარგებლის შესახებ, და ასევე, საკუთარი ხელით გამოეცადათ თითოეული აპარატი.
"მსგავსი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მომხმარებელთან პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება გვეძლევა და მათ ვაცნობთ მნიშვნელოვან მიმართულებას, მათ შორის ინოვაციურ პროდუქტებს", - აცხადებენ კომპანიაში.
ინფორმაციისთვის, "კერხერმა" ღონისძიება სახელწოდებით „როდესაც ბიზნესში ჰიგიენა ყველაზე მნიშვნელოვანია“ თბილისთან ერთად, ბათუმშიც გამართა.