“კერხერმა” მეღვინეობა-მევენახეობის სექტორისთვის გამოფენა მოაწყო
BM.GE
29.06.23 10:26
• 163
ექსპო ჯორჯიაში მეღვინეობა-მევენახეობის სექტორის წარმომადგენლებისთვის გერმანული ბრენდის კერხერის პროდუქციის გამოფენა გაიმართა. კომპანია კერხერმა დამსწრეებს ყველა ის ტექნიკა, ქიმია თუ აქსესუარი წარუდგინა, რომლებიც მეღვინეებს ხარისხიან წარმოებაში დაეხმარება. ღონისძიებაზე პრეზენტაციაც გაიმართა, სადაც კერხერის წარმომადგენლებმა მეღვინეებს პროდუქცია უკეთ გააცნეს. კომპანია მსგავსი ტიპის გამოფენებს სხვა სექტორებისთვის, მათ შორის სამშენებლო, ჰორეკა სექტორებისთვისაც აწყობს.