ამერიკულ მუსიკალურ პროექტს American Idol-ს უდიდესი აუდიტორია ჰყვას. შოუს რეიტინგს ჟიურის წევრების შემადგენლობაც განსაზღვრავს. 2023 წლის სეზონზე ჟიურის წევრებს შორის, ქეითი ფერი, ლაიონელ რიჩი და ლუკ ბრაიენი იყვნენ. ამ შემადგენლობით ჟიური 2018 წლიდან არის შოუში.
American Idol-ის ჟიურის წევრებს საკმაოდ მაღალი ანაზღაურებაც აქვთ. 46 წლის მომღერალი და მუსიკოსი ლუკ ბრაიენი, რომლის ქონებაც 160 მილიონი დოლარით არის შეფასებული პროექტში სეზონზე 12 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ამერიკული მედიის Hellomagazine-ს ინფრომაციით, 2017 წელს, მაშინ, როცა ის პირველად შეუერთდა პროექტის ჟიურის რიგებს მისი ანაზღაურება 7 მილიონი დოლარი იყო.
2023 წლის American Idol-ის ჟიურის წევრია ლაიონელ რიჩი. ამერიკელი მომღერალი, მუსიკოსი და პროდიუსერი. ის პროექტის ჟიური 2017 წლიდან არის. 2023 წლის მონაცემებით მისი ქონება 200 მილიონ დოლარს შეადგენს. თუმცა ის პროექტში, დანარჩენ ჟიურის წევერებს შორის ყველაზე დაბალანაზღაურებადია - პროექტში ის სეზონზე 10 მილიონ დოლარს იღებს. თავდაპირველად, 2017 წელს მასაც 7 მილიონ დოლარს უხდიდნენ.
ქეითი ფერი პროექტში ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ჟიურია. ამერიკელი მომღერალი არაერთი ცნობილი ჰიტის ავტორია და მსოფლიოს მასშტაბით 143 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა აქვს. არაერთი მუსიკალური ჯილდოს მფლობელის ქონება 2023 წლის მონაცემებით 330 მილიონ დოლარად ფასდება. რაც შეეხება ანაზღაურებას, სეზონზე ის 25 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ქალი ჟიურია პროექტში. ქეითი ფერი პროექტს 2018 წელს შეუერთდა და ამ წლების განმავლობაში მან 100 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.
ამერიკული პროექტების ისტორიაში ჟიურის წევრებს შორის სეზონზე ყველაზე მეტს საიმონ ქოუელი გამოიმუშავებდა. ის American Idol-ში სეზონზე 36 მილიონ დოლარს იღებდა. რაც შეეხება American got talent-ს, მისი ანაზღაურება პროექტში სეზონზე 95 მილიონ დოლარს აღწევს. Forbes-ის ინფორმაციით, მისი წმინდა ღირებულება 600 მილიონი დოლარია.