მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კეთილდღეობა პურის ფასით არ განისაზღვრება - დავითაშვილი

დავით

“საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე იაფი [პროდუქტი] პურია”, - ასე პასუხობს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი დეპუტატ გიორგი ვაშაძეს, რომლის თანახმადაც, საქართველოში პურის ფასი, სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაღალია, რისი გადახდის საშუალებაც მოსახლეობას არ აქვს.

“ვფიქრობ, ესეც პოპულისტური განცხადებაა, ამით [პურის ფასით] არ განისაზღვრება კეთილდღეობა, არც წარმატება და არც - წარუმატებლობა. ჩვენ გვინდა, რომ ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი მოსახლეობისთვის ყველა პროდუქტი, მათ ჰქონდეთ მეტი შემოსავალი და ფასებიც იყოს ზომიერი. ამ ფასებს, მათ ზრდას და შემცირებას, თავისი ობიექტური ახსნა აქვს”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები