მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კეთილი ინებოს კობა გვენეტაძემ და შეასრულოს საკუთარი მოვალეობა"

5c6ea5677a5e6
სალომე მეცხვარიშვილი
21.02.19 21:00
1919
"კეთილი ინებოს კობა გვენეტაძემ და შეასრულოს საკუთარი მოვალეობა", - ასე აფასებს ეკონომისტი აკაკი ცომაია "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლის მიხედვითაც 2007-2008 წლის ტრანზაქციების გამო, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერდათ.

აკაკი ცომაია ფიქრობს, რომ პროკურატურის ბრალდება ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით პოლიტიკურად მოტივირებულია.

"ასეთი მძიმე ბრალდება ნიშნავს იმას, რომ პროკურატურას ავალებს ბიძინა ივანიშვილი და მას გააჩნია კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი. მათ შორის ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაც არ არის ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება. ეს ცალსახად ბიძინა ივანიშვილის დაკვეთაა.

თუ "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს და მის თავმჯდომარეს ასე ჩაგრავენ ამ ქვეყანაში და ასე უსამართლოდ ექცევიან, რა უნდა ქნას მცირე მეწარმემ?

მე მაქვს დიდი პროტესტი და პრეტენზია სამართლებრივი სისტემისა და ინსტიტუტების მიმართ, მათ შორის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიმართ, ის თუ არის ამ თანამდებობაზე და რადგან ის დათანხმდა ამ თანამდებობას, მან კეთილი უნდა ინებოს და თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს და არ უნდა მოექცეს თუნდაც გავლენიანი ადამიანების გავლენის ქვეშ", - აცხადებს აკაკი ცომაია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები