მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თბილისში - ევროპის ყველაზე დაუფასებელ სარაგბო ქალაქში - The Times

ტაიმსი

“გასულ შაბათს თბილისში 17 000-ზე მეტმა ადამიანმა მიხეილ მესხის სტადიონზე მოიყარა თავი, რათა Challenge Cup-ში “შავი ლომისა” და “კლერმონის” დაპირისპირებისთვის ეყურებინათ.

გარდა ტულუზაში, ლესტერსა და მანსტერში ჩატარებული თამაშებისა - რომელთა შორისაც ჩემპიონთა თასი 9-ჯერ გათამაშდა - ეს იყო გულშემატკივართა ყველაზე დიდი ტალღა სხვა ევროპულ შეჯიბრებებთან შედარებით”, - გასულ შაბათს თბილისში გამართულ ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტური გაიმართა, რომელიც ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივრების რაოდენობით რეკორდული აღმოჩნდა. სწორედ ამის შესახებ წერს ბრიტანული გამოცემა The Times და თბილისს ევროპის ყველაზე დაუფასებელ რაგბის ქალაქად მოიხსენიებს.

“შავი ლომისთვის” ეს ჩელენჯ ქაფში სადებიუტო სეზონი იყო, რაც სამწლიანი შეთანხმების ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ქართული რაგბის კავშირის მიერ მართული ფრენჩაიზი ელიტური კლუბის დონეზე მაქსიმალურად გაშუქდება, რაც მისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ქვეყნის მასშტაბით არსებობს იმედი, რომ მოედანსა და მის მიღმა გაჩენილი შესაძლებლობებისთვის ხელის ჩავლება კლუბის ამბიციებს, მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტი ოქროს კარი შეაღონ, კიდევ უფრო გაამყარებს.

1000-ზე მეტი გულშემატკივარი გაემგზავრა საფრანგეთში, Castres-ის წინააღმდეგ მატჩზე დასასწრებად, თუმცა გასული კვირის მატჩი გულშემატკივართა ჯგუფისთვის გართობის ერთი სრული დღე აღმოჩნდა. ყველაფერი მატჩის წინა კულინარიული ლაივ შოუებით დაიწყო, რომლებიც სოციალური საწარმოების მიერ მოწყობილ ბაზარში გაიმართა, რასაც დაიანა კინგის მინი კონცერტი მოჰყვა, რის შემდეგაც გულშემატკივრები გვიანობამდე აღნიშნავდნენ, ვიდრე სხვადასხვა ჰოსტელში გადაინაცვლებდნენ და ღვინის წარმოების 8 000 წლიან მემკვიდრეობას გაეცნობოდნენ”, - წერს The Times.

სტატიაში საუბარია საქართველოს და თბილისის ტურისტულ მიმზიდველობაზე. ავტორი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში კულტურის, ისტორიის, გასტრონომიისა და სტუმართმოყვარეობის მდიდრული მიქსია. “შავი ლომის” მთავარი მწვრთნელი კი მასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ თბილისი დასავლეთის ქალაქებისგან სრულიად განსხვავდება, და სამზარეულოს, კულტურის, ამინდისა და ღვინის შერწყმა მას უქმეებზე რაგბის საყურებლად ძალიან მიმზიდველ მიმართულებად აქცევს.

გამოცემა ქართული რაგბის ამჟამინდელ მდგომარეობასა და მორაგბეების შესახებაც წერს. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ “შავი ლომი” კლუბია, რომელიც უცხოეთში მოღვაწე სპორტსმენებს ეროვნულ ინტერესებს კვლავ უღვივებს.

“მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო ქართველი მორაგბეების ნაწილი, მაგალითად დავით ნინიაშვილი, საფრანგეთში არიან დამფუძნებლები, “შავი ლომი” ერთგვარი ტრანსპორტია, რომელიც სპორტსმენებს ეროვნულ ინტერესებს უბრუნებს. კლუბის შემადგენლობის 60% კი დაქირავებული მოთამაშეები არიან, რადგან კლუბი ხელშეკრულებებს უცხოეთის მოქალაქეებს არ უფორმებს”, - წერს The Times.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები