მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კეთილი ნების ჟესტი" - ტრამპმა ჩინური პროდუქციისთვის დამატებითი საბაჟო გადასახადები გადადო

5d79f29d7b7f8
მიხეილ ხაჩიძე
12.09.19 16:57
1130
აშშ-ის პრეზიდენტი 250 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინური პროდუქციის დაბეგვრას გადადებს. განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით დონალდ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა.

თეთრი სახლის ლიდერის განკარგულებით, სახალხო რესპუბლიკიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე ე.წ. სადამსჯელო საბაჟო გადასახადები, რომელიც 5%-მდე იზრდება, ორი კვირით გადაიწევს და ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ამოქმედდება.

როგორც დონალდ ტრამპი განმარტავს, ეს გადაწყვეტილება მისი მხრიდან "კეთილი ნების გამოხატულებაა" .

აშშ და ჩინეთი უკე თითქმის ერთი წელია სავაჭრო კონფლიქტში იმყოფებიან. მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს დაპირისპირება ორივე ქვეყანის ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, ეკონომიკური ზრდა მცირდება და მსოფლიო ეკონომიკური კონიუნქტურა ფერხდება.

როგორც ცნობილია, ჩინეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები სავარაუდოდ ოქტომბრიდან განახლდება, მხარეებმა მზადყოფნა უკვე გამოთქვეს. ექსპერტები იმედოვნებენ, რომ შეხვედრები შედეგებს გამოიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები