მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Kettari კურსდამთავრებულებს სტაჟირებას სთავაზობს

6447b8c85f4bb
BM.GE
25.04.23 15:50
564
28 აპრილს Kettary Academy პირველ მასშტაბურ კურსს იწყებს სახელწოდებით “შემოქმედებითი ინდუსტრიები 360”. კურსის შესახებ Kettari-ის ფონდის განვითარების დირექტორმა, სერგი გვარჯალაძემ “საქმიანი დილის” ეთერში ისაუბრა.

“დრო დაგვჭირდა იმისთვის, რომ გაგვეგო რა საჭიროებებია ქართულ ბაზარზე. კვლევის შედეგად, გამოიკვეთა, რომ შემოქმედებითი პროექტების მართვის პრობლემაა. სწორედ ამიტომ, შევქმენით სპეციფიკური კურსი, რომელში მონაწილეობას დარგის სპეციალისტები მიიღებენ. კურსი გააერთიანებს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. კურსის ბოლოს გვექნება ძალიან კონკრეტული დავალება, რომელიც რვა კვირაში უნდა შევასრულოთ ერთად", - განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.

მისი თქმით, კურსი უნიკალურია იმითაც, რომ მონაწილეებთან ურთიერთობა კურსის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება. “ეს კურსი თავიდანვე განაცხადი იქნება, რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ და კონკრეტულ შედეგს უნდა მივაღწიოთ ერთად. Შესაბამისად, ამ გუნდიდან ჩვენ დავაკვირდებით რამდენიმე ადამიანს, გვექნება საშუალება, რომ ამ ადამიანებს სტაჟირება შევთავაზოთ და ჩვენს კონკრეტულ პროექტებზე ვამუშაოთ", - განაცხადა გვარჯალაძემ.

მისი თქმით, Kettari Academy-ს ათამდე კურსი უკვე მზად აქვს და გაწერილია მთელი წლის კალენდარი. მომდევნო კურსი ღვინის თემატიკას დაეთმობა, ვინაიდან ბაზარზე ამის საჭიროებაა.

კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები