მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Kettary Academy-ს საგანმანათლებლო მიმართულება აქტიურ ფაზაში გადადის

63ebd2cacc5b8
BM.GE
14.02.23 20:14
667
Kettari Academy საგანმანათლებლო ღონისძიებების სერიას აგრძელებს. ქუთაისსა და ბათუმში გაიმართა სერგი გვარჯალაძის მასტერკლასი თემაზე „შესავალი ციფრულ მუსიკალურ მარკეტინგში”.

"ვეცადეთ, რომ ადგილობრივი მუსიკოსებისათვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ თუ თუ როგორ გაყიდონ მუსიკა ონლაინ პლატფორმებზე და როგორ მოიზიდონ აუდიტორია სხვადასხვა ციფრული არხების მეშვეობით. ჩვენ ვგეგმავთ უფრო გრძელვადიანი და მრავლისმომცემი კურსების ჩატარებას, რომელიც კრეატივის სხვადასხვა მიმართულებას გააერთიანებს,”- განაცხადა ფონდი Kettari-ის განვითარების დირექტორმა, სერგი გვარჯალაძემ.

მისი თქმით, Kettari Academy-ს ასევე ახალი მიმართულება ემატება, რომელიც ღვინის თემატიკას შემსწავლელ კურსებს მოიცავს.

Kettari-ს მიზანია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ შემოქმედებით ადამიანებს, გაუზიარონ გამოცდილება და ფონდის გუნდის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებები, რათა ხელი შეუწყონ ადგილზე შემოქმედებითი კერების განვითარებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები