მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Keyword.ge – ქართული დომეინების "სათავსო"

5b9d1f12151af
ანა მახარაძე
15.09.18 21:00
1172
ახალი სტრარტაპებისა და კომპანების დაარსებასთან ერთად, ინტერნეტსივრცეში არსებული გვერდების რაოდენობა პროპორციულად იზრდება, რაც ასევე ზრდის მოთხოვნას ვებ გვერდების უნიკალურ სახელებზე. ასეთი ვებ გვერდების არსებობა მნიშვნელოვანია, იმდენად, რამდენადაც კომპანიისა და ბრენდის ცნობადობას ზრდის სოციალურ სივრცეში.

Domain Aftermaket - არის მსოფლიოში გავცრელებული ინტერნეტპლატფორმა, რომელიც ვებ გვერდების შექმნის მსურველებს, უკვე გამზადებულ, სასურველი ვებ გვერდების მისამართებს ე.წ. „დომეინებს“ სთავაზობს. Domain Aftermarket პლატფორმებს წინასწარ აქვთ შესყიდული ადვილად დასამახსოვრებელი დომეინები, შესაბამისად, ასეთი პლატფორმებიდან სასურველი სახელების შესყიდვაც უფრო მარტივად ხდება.

საქართველოში ასეთი პლატფორმის გაკეთების შესაძლებლობა 2018 წლის 15 აპრილიდან გახდა შესაძლებელი .GE დომეინებზე  კანონის შემოღების შემდეგ. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა ახალი Domain პლატფორმა Keyword.ge, რომელიც ბევრ საინტერესო და დასამახსოვრებელ მისამართს სთავაზობს მომხმარებელს.
BM.GE-სთან ინტერვიუში ვებ გვერდის დამაარსებელმა ნუგო ქურდაძემ განაცხადა, რომ დომეინებს რამდენიმე წლის განმავლობაში აგროვებდა და ახლა შესაძლებელია როგორც მათი გადაყიდვა, ასევე დომეინ მარკეტინგის განვითარებაც.

ინტერნეტ-პლატფორმაზე განთავსებულია ისეთი დომეინები, როგორებიცაა: “Weekend.ge”, “Dinner.ge”, “Burger.ge”. მფლობელის აზრით, ასეთი სახელები, მარტივი და დასამახსოვრებელია, შესაბამისად, ყოველთვის დიდი მოთხოვნა იქნება მათზე. ასეთი Keyworde-ები ხელს შეუწყობს როგორც ბრენდის განვითარებას, ისე საძიებო სისტემის ოპტიმიზაციას, რითაც მარკეტინგული რესურსების დაზოგვა გახდება შესაძლებელი.

ქურდაძის განცხადებით, თვის განმავლობაში, საშუალოდ, 3-6 დომეინი იყიდება. ყველაზე ძვირადრირებული დომეინის საფასური, რომელიც აქამდე გაიყიდა 5000 ლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში .ge დომენის ფასი, წელიწადში 30 ლარიდან იწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები