მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კეზერაშვილი აცხადებს, რომ BBC-ის სასამართლო დავა მოუგო

დავით კეზერაშვილი

ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი ამბობს, რომ BBC-სთან სასამართლო დავა მოიგო და ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს მასალის საკუთარი პლატფორმებიდან აღება და სარჩელის ხარჯების ანაზღაურება დაევალა.

"ტელეკომპანია BBC-მ, ჩემს მიერ წარმოებული სასამართლო დავის შედეგად, ყველა თავისი პლატფორმიდან გაიხმო, ე.წ. საგამოძიებო სიუჟეტები, სტატია თუ სხვა მასალა, რითაც დასრულდა თითქმის ორწლიანი ე.წ. „ბიბისის“ ცილისწამებასთან დაკავშირებული პროცესი, რამაც ფაქტობრივად დადასტურდა რომ გამოთქმული ბრალდებები წარმოადგენდა უმძიმეს ცილისწამებას ჩემი მისამართით. BBC-მ ასევე ვალდებულება აიღო რომ არც მომავალში დაუბრუნდება ჩემს მიმართ მათ პლატფორმებზე გასული ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებას. ბიბისი ამინაზღაურებს ჩემს სარჩელთან დაკავშირებულ ყველა იურიდიულ ხარჯს.

სასამართლოსთვის მომზადებული ყველა მასალა, აუდირებული ანგარიშები, თუ იურიდიული და საკონსულტაციო კომპანიების მომზადებული ანგარიშები, ცალსახად და არაერთგვაროვნად, აჩვენებს რომ ბრალდება იმის თაობაზე, თითქოს შესაძლოა ვსარგებლობდე რაიმე ტიპის უკანონო შემოსავლით, სრული სიცრუეა. ხოლო საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩემ წინააღმდეგ აგორებული შემდგომი კამპანიაც, ქართული საზოგადოების და საერთაშორისო მეგობრების სიცრუეში შეყვანას ისახავდა მიზნად. ამას საქართველოს გარეთ ჩატარებული სხვა სასამართლო პროცესების შედეგებიც ადასტურებს. "ქართული ოცნების" ყველა მსგავსი კამპანია სასამართლოებმა ან ადამიანის უფლების უხეშ დარღვევად ან პოლიტიკურ დევნად შეაფასეს (საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სასამართლოების გადაწყვეტილებები)", - წერს კეზერაშვილი.

ამ ეტაპზე სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნებული არ არის და როგორც კი გადაწყვეტილება საჯაროდ გახდება ხელმისაწვდომი მასალა განახლდება. რაც შეეხება BBC Eye-ის მიერ გამოქვეყნებული გამოძიებას, მასალა ამ ეტაპზე BBC-ის საიტზე აღარ იძებნება. კეზერაშვილზე გამოქვეყნებული მასალა მოხვდა ბრიტანული მედიის შესწორებები და დაზუსტებების გრაფაშიც, სადაც აღნიშნულია, რომ კეზერაშვილი საქართველოში მის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა.

BBC Eye-ის მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში ე.წ. ქოლცენტრების მასშტაბური თაღლითური სქემის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად კეზერაშვილია დასახელებული. BBC-ს გამოძიების მიხედვით, თაღლითობასთან კავშირი კეზერაშვილმა და სხვა დასახელებულმა პირებმა უარყვეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები