ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მე-5 ფაზის სამუშაოები დაიწყო.
პროექტი ამ ეტაპისთვის ითვალისწინებს ინჯალოს წყლის სამარაგე რეზერვუარის მშენებლობას.
სამუშაოების ღირებულება 12 მილიონი ევროა, ხოლო დასრულების ვადად 18 თვეა განსაზღვრული.
"5000 მ³ ტევადობის სამარაგე რეზერვუარი გააუმჯობესებს ქალაქის ცენტრალური ნაწილისა და შემოერთებული ტერიტორიების წყალმომარაგებას.
ამავე ხელშეკრულების ფარგლებში ასევე განხორციელდება წყალარინების „ა“ სატუმბი სადგურის მშენებლობა.
ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მე-5 ფაზის სამუშაოები, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (kfw) მხარდაჭერით ხორციელდება", - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




























