TasteAtlas-მა ღვეზელების 2023 წლის რეიტინგში ხაჭაპური საუკეთესოდ დაასახელა. კერძოდ, საუკეთესო ღვეზელების TOP-ხუთეულში იმერული ხაჭაპური პირველ ადგილს 4.51 ქულით იკავებს, აჭარული ხაჭაპური კი, 4.44 ქულიანი შეფასებით, მეოთხე ადგილს.
ხუთეულში ასევე მოხვდნენ ჩილეს, პოლონეთისა და შვედეთის ღვეზელები.
“ეს მარტივი ყველიანი პური, იგივე ხაჭაპური, საქართველოს ყველაზე ცნობილი კერძია. ტრადიციულად, ხაჭაპური ყველით, კვერცხითა და კარაქითაა დამზადებული და მისი რამდენიმე ვარიანტი არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ყველის ზოგიერთი სახეობა - მოცარელა და ფეტა - მის მოსამზადებლად ხშირად გამოიყენება, ყველაზე ხშირად ხაჭაპური ტრადიციული ქართული, იმერული ყველითა და სულგუნით მზადდება.
ხაჭაპურის სახეობები ერთმანეთისგან ფორმითა და მომზადების ტექნიკით განსხვავდება, მისი მირთმევა ერთ პორციად ან საზიაროდაა შესაძლებელი. ორი ყველაზე გავრცელებული სახეობა კი იმერული და აჭარული ხაჭაპურებია.
მიუხედავად იმისა, რომ ხაჭაპური ხშირად ხემსადაა მიჩნეული, ის მთავარ კერძად განიხილება. მისი შეძენა კი ქართული ქუჩების გასწვრივ სხვადასხვა ჯიხურში შეგიძლიათ. ხაჭაპური ასევე ხშირად მზადდება რუსეთში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და მსოფლიოს გარშემო”, - წერს TasteAtlas.
2023 წლის საუკეთესო ღვეზელების TOP 100-ეულის სანახავად კი ეწვიეთ ბმულს.