მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ხალიკ ბანკი საქართველო“ ფინანსურ სექტორში უმაღლეს საკრედიტო რეიტინგს ინარჩუნებს

ხალიკ ბანკი
28.11.24 17:15
2277

ავტორიტეტულმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა სს „ხალიკ ბანკ საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგი (IDRs) “BB+” დონეზე სტაბილური პერსპექტივით, ხოლო მდგრადობის რეიტინგი (VR) კი „b+” დონეზე დაადასტურა.

აღსანიშნავია, რომ სს „ხალიკ ბანკ საქართველო“, რომელიც ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს და საერთაშორისო ბრენდის, "ხალიკ ჯგუფის" წევრია, ბოლო წლებია საქართველოს საბანკო სისტემაში მაქსიმალურ საკრედიტო რეიტინგს ინარჩუნებს.

სარეიტინგო სააგენტო ყურადღებას ამახვილებს აქციონერთა მაღალ მხარდაჭერაზე. კერძოდ, Fitch Ratings-ის შეფასებით, ბანკის გრძელვადიანი რეიტინგი განპირობებულია მისი დედა კომპანიის, სს „ხალიკ ბანკი ყაზახეთის“ პოტენციური მხარდაჭერით. მდგრადობის რეიტინგი კი ასახავს ბანკის მოგებიანობის გაუმჯობესებულ მაჩვენებლებს, ჯანსაღ კაპიტალიზაციას და სტაბილურ დაფინანსებას.

სს „ხალიკ ბანკი საქართველოს“ გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ გეგუჩაძე აღნიშნავს, რომ Fitch Ratings-ის მონაცემებით, 2021 წლიდან დღემდე, ბანკი სტაბილურად ინარჩუნებს ყველაზე სანდო და სტაბილური ბანკის სტატუსს, რაც ფინანსურ ინსტიტუტს საშუალებას აძლევს, ქართულ საბანკო ბაზარზე იასპარეზოს, როგორც ყველაზე სანდო ბანკმა.

„წლებია საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ი „ხალიკ ბანკ საქართველოს“ ადგილობრივ საბანკო ბაზარზე მაქსიმალურ საკრედიტო რეიტინგს ანიჭებს, როგორც ყველაზე სანდო და სტაბილურ ბანკს, რაც ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის ძალიან საამაყოა. ეს კიდევ უფრო მეტ თავდაჯერებულობას და მოტივაციას გვმატებს, რომ საქართველოს საბანკო ბაზარზე ღირსეული ფინანსური პარტნიორობა გავუწიოთ ჩვენს მომხმარებლებს“,- განაცხადა სს „ხალიკ ბანკი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ გეგუჩაძემ.

საგულისხმოა, რომ სს „ხალიკ ბანკი ყაზახეთი“ აღმოსავლეთ ევროპიდან ცენტრალური აზიის ჩათვლით უდიდესი ფინანსური ჰოლდინგის, „ხალიკ ჯგუფის“ ნაწილია და ფლობს სს „ხალიკ ბანკ საქართველოს“ 100%-იანი წილს. მას თავის მხრივ, Fitch Ratings-სგან BBB- გრძელვადიანი რეიტინგი აქვს, სტაბილური პერსპექტივით. სს „ხალიკ ბანკი ყაზახეთი“, რომელსაც 2023 წელს ყაზახეთში მოღვაწეობის 100 წელი შეუსრულდა, რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია. მისი აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2006 წლიდან არის წამოდგენილი და საბაზრო კაპიტალიზაცია 4 მილიარდ დოლარს აჭარბებს. თავად „ხალიკ ჯგუფის“ აქტივები კი 100 მილიარდ ლარამდეა, რაც ქართული საბანკო სექტორის ჯამურ მაჩვენებელს 14%-ით აღემატება.

სს „ხალიკ ბანკი საქართველო“, რომელიც კორპორატიულ, მცირე, საშუალო და საცალო კლიენტებს პროდუქტებისა და მომსახურებების ფართო სპექტრს სთავაზობს, წარმოდგენილია ათამდე ფილიალით თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში.

ბანკის აქტივებმა 2024 წლის 9 თვის მდგომარეობით 905 მილიონი ლარი, საკრედიტო პორტფელის მოცულობამ 726 მილიონი ლარი, სადეპოზიტო პორტფელმა 260 მილიონი ლარი, ხოლო წმინდა მოგებამ 14.7 მილიონი ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები