ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის შესახებ ისრაელური მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ ის მკვდარია.
გთავაზობთ სრულ განცხადებას, რომელიც შტატების ლიდერმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გამოაქვეყნა:
"ხამენეი, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი, მკვდარია.
ეს არის სამართლიანობა არა მხოლოდ ირანელი ხალხისთვის, არამედ ყველა დიდებული ამერიკელისთვის და იმ ადამიანებისთვის მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, რომლებიც ხამენეიმ და მისმა სისხლისმსმელი ბანდიტების დაჯგუფებამ მოკლეს თუ დაასახიჩრეს. მან ვერ შეძლო თავი აერიდებინა ჩვენი დაზვერვისა და უაღრესად დახვეწილი თვალთვალის სისტემებისთვის და, ისრაელთან მჭიდრო თანამშრომლობით, არ არსებობდა არაფერი, რისი გაკეთებაც მას, ან მის გვერდით მოკლულ სხვა ლიდერებს შეეძლოთ.
ეს არის ყველაზე დიდი შანსი ირანელი ხალხისთვის, დაიბრუნოს თავისი ქვეყანა. ჩვენ გვესმის, რომ მათ - ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს (IRGC), სამხედროებს და სხვა უსაფრთხოებისა და პოლიციის ძალებს აღარ სურთ ბრძოლა და ჩვენგან იმუნიტეტს ეძებენ. როგორც წუხელ ვთქვი: „ახლა მათ შეუძლიათ მიიღონ იმუნიტეტი, თუმცა თუ უარს იტყვიან, ისინი მხოლოდ სიკვდილს მიიღებენ!“
იმედია, გუშაგთა კორპუსი და პოლიცია მშვიდობიანად შეერწყმება ირანელ პატრიოტებს და ერთიანად იმუშავებენ, რათა ქვეყანას დაუბრუნონ ის სიდიადე, რომელსაც ის იმსახურებს. ეს პროცესი მალე უნდა დაიწყოს, რადგან არა მხოლოდ ხამენეი მოკვდა, არამედ სულ რაღაც ერთ დღეში, ქვეყანა მიწასთან გასწორდა. თუმცა, მძიმე და წერტილოვანი დაბომბვები გაგრძელდება შეუფერხებლად, მთელი კვირის განმავლობაში, ან იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება ჩვენი მიზნის მისაღწევად - მშვიდობა მთელ ახლო აღმოსავლეთში და, რა თქმა უნდა, მთელ მსოფლიოში!
გმადლობთ ყურადღებისთვის!
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი".




























