გენერაციის ობიექტების გათიშვა წელს განსაკუთრებით პრობლემური ახალმა რეალობამ გახადა - თურქეთში ელექტროენერგიის ფასების მკვეთრმა კლებამ ექსპორტი არამიმზიდველი გახადა. როგორც ჩანს, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა არც სხვა მეზობელი ქვეყნებიდან იყო და ამ ფონზე მაისში ელექტროენერგიის ექსპორტი 10 წლიან მინიმუმზე დაეცა, ჭარბი გენერაციის იძულებითი გათიშვის გამო კი, ენერგეტიკოსების შეფასებით, სავარაუდო ზარალი 100 მილიონ ლარზე მეტია. ახალი რეალობა ეს არის ერთჯერადი მოვლენა თუ სიგნალი რომელიც ბაზარმა უნდა გაითვალისწინოს, მათ შორის გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობისას და რა ნაბიჯებია საჭირო სახელმწიფოს მხრიდან?
სტუმარი: გიორგი შუკაკიძე - „ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯიას“ / „გრინ ენერჯი ჰოლდინგის“ მმართველი დირექტორი


































