საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქრისტეფორე მესამის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პერსონალი 31 მარტიდან სასწავლო პროცესს სურამის N2 საჯარო სკოლაში გააგრძელებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს, სამინისტრომ მოსწავლეებისთვის დაუყოვნებლივ უზრუნველყო ალტერნატიული სასწავლო სივრცე, ტრანსპორტირების სერვისი და ყველა საჭირო რესურსი.
მათივე ცნობით, გუშინ სურამის N4 საჯარო სკოლის შენობაში გაჩენილ ხანძარს არ დაუზიანებია სკოლის შენობის ძირითადი ნაწილი.
"ხანძრის მიუხედავად, სკოლაში არსებული ყველა დოკუმენტი, ინვენტარი და ტექნიკა სრულადაა შენარჩუნებული და ამ მხრივ სკოლას ზიანი არ მიუღია", - აცხადებენ განათლების სამინისტროში.
ხანძრის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.