სამოგზაურო ონლაინ სახელმძღვანელო TasteAtlas-მა მსოფლიოს საუკეთესო ხორციანი წვნიანის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებული 50 სახეობის კერძი არის მოხვედრილი, რომელთა შორის ჩიხირთმა და ხარჩოა.
5-ქულიანი შეფასების სისტემის მიხედვით, ხარჩომ 4,4 ქულით, მე-18 ადგილი დაიკავა, ხოლო ჩიხირთმა 4,2 ქულით, 33 ადგილი.
პირველი ადგილი 4,7 ქულით ტაილანდურმა კერძმა - ტომ იამ გაიმ დაიკავა, ხოლო ბოლო ადგილი მექსიკურმა კერძმა სახელად კალდო დე პოლომ - 3,9 ქულით.
ამასთან, მსოფლიოს საუკეთესო ხორციანი წვნიანის რეიტინგში TOP10-ში შესული კერძები წარმოდგენილია ტაილანდიდან, ინდონეზიიდან, ვიეტნამიდან, რუმინეთიდან, უნგრეთიდან და პოლონეთიდან.