მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ხარჯების შემცირება ლიტრ საწვავზე 30 თეთრამდე სხვაობას გვაძლევს" - როგორ ინარჩუნებს wigo დაბალ ფასებს?

wigo

საქართველოში wigo-ს ბრენდირებით 15 ახალი ავტოგასამართი სადგური გამოჩნდა. wigo "ვისოლის" ჯგუფის წევრია და მომხმარებელს 4 სახეობის საწვავს: პრემიუმს, რეგულარს, ევრო დიზელსა და დიზელ ენერჯის - ბიუჯეტურ ფასად სთავაზობს.

როგორ ინარჩუნებს wigo საწვავზე დაბალ ფასს, ხარისხზე კომპრომისის გარეშე - ამ საკითხზე "საქმიანი დილას" ეთერში ვასილ ხორავამ, "ვისოლის" გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა.

"უპირველესად მნიშვნელოვანი აქ დანახარჯების მინიმალიზაციაა, მათ შორის, პირველადი კაპიტალური ხარჯების. მოგეხსენებათ, დღეს საკმაოდ გაზრდილია მშენებლობის ხარჯები და ის, რასაც "ვისოლის" სტანდარტით ვაშენებთ, ზომით, გაბარიტებით, ტექნოლოგიური საშუალებებით თუ მარკეტინგული კუთხით, რითაც იფუთება, ფაქტობრივად, კომპანია „ვისოლის“ ბენზინგასამართი სადგურები, ხარჯები გაზრდილია.

wigo-ს შემთხვევაში ჩვენ უფრო მარტივი გზით წავედით. ამ შემთხვევაში დანახარჯები იქნება ნაკლები და ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ნაკლები კაპიტალური ინვესტიციები განვახორციელოთ. შემცირებული იქნება საოპერაციო ხარჯებიც, რადგან wigo-ს პოზიციონირება გვინდა, როგორც ძირითადად თვითმომსახურების ობიექტის, რაც 10-15 თეთრს მხოლოდ აქედან დაგვაზოგინებს.

კაპიტალური და საოპერაციო ხარჯების შემცირება ჯამურად 20, 25 და, რიგ შემთხვევებში, 30 თეთრის სხვაობას იწვევს და ლიტრზე 30 თეთრი უკვე არის ის მაჩვენებელი, რომლითაც მომხმარებელი მიიღებს გადაწყვეტილებას, მომსახურება wigo-ს ინფრასტრუქტურაში მიიღოს", - ამბობს ვასილ ხორავა.

"ვისოლის" გენერალურმა დირექტორმა BMG-ის ეთერში wigo-ს განვითარების სტრატეგიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურები ძირითადად საქართველოს რეგიონებს დაფარავს.

"wigo-ს ბრენდით 15 პატარა ზომის, ბიუჯეტიანი სადგური დღეს უკვე ფუნქციონირებს. ძირითადად უფრო რეგიონებში, რადგან რეგიონებში კონკურენცია ისეთი მაღალი არ არის, როგორც ქალაქში და გვინდა, რომ ზუსტად რეგიონებში შევიდეთ "ვიგოს" ბრენდით აქტიურად, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქშიც გვექნება რამდენიმე ათეული სადგური.

იმედი გვაქვს, რომ ამ ბრენდს ექნება თავისი კარგი წარმატების ისტორია, იმიტომ, რომ გვაქვს სწორი ხედვები, სწორი ანალიზი, რომელიც გვაძლევს გათვლების საშუალებას, რომ ეს ბრენდი იყოს წარმატებული. ეს არის "ვისოლის" ოჯახის წევრი ბრენდი, რომელიც ფაქტობრივად, უზრუნველყოფილი იქნება როგორც მაღალკვალიფიციური თანამშრომლებით, ასევე ლაბორატორიებით, მაღალი ხარისხის ნავთობპროდუქტებით და ყოველივე ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ვთქვათ, რომ wigo ბაზარზე იქნება წარმატებული კომპანია", - ამბობს ვასილ ხორავა.

კომპანიის გეგმით, wigo-ს ქსელი 2026 წლის ბოლომდე 50-ზე მეტ ობიექტს გააერთიანებს და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს. სადგურები ძირითადად მცირე ფორმატით შენდება და გათვლილია სწრაფ, მარტივ და კომფორტულ მომსახურებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები