ხარკოვის საჰაერო ძალების ეროვნული უნივერსიტეტის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.
„მი-2“ ტიპის ვერტმფრენმა კატასტროფა სასწავლო-საწვრთნელი ფრენისას განიცადა, რასაც ეკიპაჟი ემსხვერპლა.
შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები, ექსპერტები და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპეციალური კომისიის სპეციალისტები მუშაობენ.
27 ივლისს, ასევე სასწავლო-საწვრთნელი ფრენის დროს К-10 Swift-ის თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, ხარკოვის საჰაერო ძალების ეროვნული უნივერსიტეტის კურსანტი დაიღუპა.

























