ხაშური-ახალციხე-ვალეს, ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის გზების მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურის და შეზღუდული ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ51–კმ97 (აწყური-ვალე) მონაკვეთზე, ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთსა და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა,
ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.