მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხაშურის საკრებულოს წევრმა მერიას სთხოვა, ხაშურის მეწარმე ქალთა გაერთიანებას სამუშაო სივრცე გამოუყოს

ხაშური

"ქართლის ამბების" ინფორმაციით, ხაშურის საკრებულოს ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ მაკა დიდებულიძემ მერიას მიმართა თხოვნით, რომ ხაშურის მეწარმე ქალთა გაერთიანებისთვის სამუშაო სივრცე გამოიყოს

ეს ის ორგანიზაციაა, რომლის სახელით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, ათეულობით მამაკაცი ,,დამკვირვებლად'' იყო გაფორმებული ,,ქართული ოცნების'' სასარგებლოდ. ხოლო მათმა ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს ძაღლი მიუქსია.

,,ინიციატივა განხილულ იქნება შესაბამისი სამსახურის მიერ'' - უპასუხა მაკა დიდებულიძეს მერიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები