ხაშურში წყალარინების სისტემის ქსელის განვითარებისთვის მთავრობა საფრანგეთის სახელმწიფოსგან 30 მლნ ევროს სესხს იღებს - ამის შესახებ, ირაკლი კობახიძის მიერ 15 აგვისტოს ხელმოწერილ განკარგულებაში წერია.
დოკუმენტის მიხედვით, შესაბამისი თანხმობა მთავრობამ ფინანსთა სამინისტროს უკვე მისცა. სესხი 20 წლით გაიცემა. მისი პროცენტი კი, ჩამორიცხვის მომენტში დაზუსტდება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე. საშეღავათო პერიოდი 5 წელია.