მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხაზარაძე:"ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ არჩევნებით, კონსტიტუციური გზით უნდა მოხდეს"

მამუკა ხაზარაძე
04.10.25 20:04
481

ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ არჩევნებით, კონსტიტუციური გზით უნდა მოხდეს - ეს განცხადება გაავრცელა მამუკა ხაზარაძემ ათონელის რეზიდენციასთან ვითარების დაძაბვის შემდეგ. პარტია "ლელო ძლიერი საქართველო"ერთ ერთი ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, რომ ძალადობა მიუღებელია ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის. ხაზარაძე წერს, რომ "ერთადერთი სწორი გამოსავალი ახალი საპარლამენტო არჩევნების დაუყოვნებლივ დანიშვნაა! "

მამუკა ხაზარაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ არჩევნებით, კონსტიტუციური გზით უნდა მოხდეს- ეს გზა ავირჩიეთ ჩვენ და მტკიცედ გვწამს ამის! ძალადობა მიუღებელია ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის. ამასთან პროცესების ესკალაციაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის რეჟიმს. აქვე, ვგმობთ დღევანდელი პროცესის ორგანიზატორების ყველა მცდელობას, რომლებიც საერთო სახალხო მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციას ახდენენ! ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია - საზოგადოება გახლეჩილი. ერთადერთი სწორი გამოსავალი ახალი საპარლამენტო არჩევნების დაუყოვნებლივ დანიშვნაა!"

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები