ხე-ტყის უკანონო ჭრაზე ჯარიმები მკაცრდება - ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში უნდა შევიდეს, რომლის საფუძველზეც დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრაზე სასჯელი გამკაცრდება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სააგენტოს მონაცემებით, მხოლოდ თებერვალში უკანონო ტყითსარგებლობის 219 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 171 ფაქტი იყო გამოვლენილი. კანონდარღვევით ხე-ტყის მოპოვების ფაქტები ხშირია, მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლიდან ხე-ტყის უკანონო ჭრაზე ჯარიმა გაორმაგდა და 2000 ლარს შეადგენს, განმეორების შემთხვევა კი 5 ათასი ლარით საჯარიმო სანქციას დაექვემდებარა. საჯარიმო თანხას თან ემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანი სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე. რამდენად დიდია გამოწვევა ხე-ტყის უკანონო ჭრაზე, რას შეცვლის ჯარიმების კიდევ უფრო გამკაცრება და რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ ტყეების შენარჩუნებისთვის?