მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხელბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, ზურაბ კაკაბაძე 464 496 ლარის მითვისებისთვის დააკავეს

ზურაბ კაკაბაძე

პროკურატურამ 464 496 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისთვის ხელბურთის ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელი დააკავა.

როგორც პროკურატურამ ბრიფინგზე განაცხადა, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, 2019-2021 წლებში, საკუთარ მფლობელობაში არსებული ფედერაციის ბიზნესბარათების გამოყენებით, საბანკო ანგარიშებიდან სხვადასხვა ბანკომატის მეშვეობით მოხსნა და პირადი ინტერესებისთვის გამოიყენა ა(ა)იპ „საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის“ კუთვნილი 464 496 ლარი, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია.

გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე დაიწყო.

ბრალდებულს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დიდი ოდენობით თანხის მითვისება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, უწყება სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები