აგვისტოში, 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მიმღებ პირთა რაოდენობა შემცირდა.
შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, გასული თვის განმავლობაში 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი (ხელფასი, მოგება, სხვა შემოსავალი) 708 პირმა მიიღო, ჯამური შემოსავალი 243,47 მლნ ლარი იყო. მათ შორის, ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი 92,5 მლნ ლარს აღემატება. სულ ასეთი მაღალი ანაზღაურება აგვისტოში, 27 სექტემბრის მონაცემებით, 195 დასაქმებულმა მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ივლისში ასეთი 840-მა პირი იყო, რომელთა ჯამური დარიცხული შემოსავალი 317.6 მლნ ლარს აღემატებოდა. 100 000 ლარზე მეტი კი, ხელფასის სახით ივლისში, 217 პირს დაერიცხა. მათთვის ჯამურად გაცემული დასაბეგრი ხელფასის მოცულობა 87.5 მლნ ლარი იყო.
100 ლარამდე ხელფასი კი, აგვისტოში საქართველოში 15 869 პირმა მიიღო. შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ყველაზე დაბალი ანაზღაურების მქონე დასაქმებულებს ჯამურად 855,054 ლარი დაერიცხათ.
დასაქმებულებიდან ყველაზე მეტის - 291 069 პირის ხელფასი 1 200- დან 2400 ლარის დიაპაზონშია. 2 400 ლარზე მეტი და 3 600 ლარზე ნაკლები ანაზღაურება 103 973 ადამიანს აქვს. ამ ორივე კატეგორიისთვის დარიცხული ჯამური ხელფასი 791,6 მლნ ლარია. აგვისტოში 100 000 ლარზე მეტი ანაზღაურება 196 ადამიანმა მიიღო, მათი სახელფასო შემოსავალი 92,7 მლნ ლარს აღემატებოდა.
PMCG -ის მონაცემებით კი, 2023 წლის აგვისტოში, თვიურ ხელფასის ამღები ადამიანების რაოდენობა 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.1%-ით არის გაზრდილი.