მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ხელისუფლება, გონს მოეგე, ღუპავ ქვეყანას!” - გოგა თხელიძე

თიბისი
08.12.24 15:12
1142

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, გოგა თხელიძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და ხელისუფლებას მოძალადე ჯგუფების დასჯისკენ მოუწოდებს.

“გაივსო ჩვენი შვილებით იზოლატორები და საავადმყოფოები. არსებობს ვიდეო მტკიცებულებები, სადაც ახალგაზრდები მშვიდობიანად დგანან და თავს ესხმიან პოლიციელები.

როდესაც კრიმინალური ბანდა, სასტიკად გაუსწორდა მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს, იქვე მდგარმა პატრულმა არაფერი მოიმოქმედა მათ დასაცავად.

ამ დრომდე ერთი მოძალადე პოლიციელი არ არის დასჯილი.

ხელისუფლება, გონს მოეგე, ღუპავ ქვეყანას!”, - აღნიშნავს გოგა თხელიძე სოციალურ ქსელში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები