მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელისუფლება კედელს აშენებს საქართველოსა და დასავლეთს შორის. იმედია, MEGOBARI აქტი მიღებული იქნება - ვანო ჩხიკვაძე

სს

ამ წუთებში, კონგრესში, ჰელსინკის კომისიის სხდომაზე, საქართველოს საკითხს ("საქართველოს დემოკრატიისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა") განიხილავენ. კომისიის თავმჯდომარე MEGOBARI აქტის ინიციატორი კონგრესმენი ჯო ვილსონია.

მოსმენაში მონაწილეობენ აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი, საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში ნატალია საბანაძე და „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე.

სიტყვით გამოსვლისას "ღია საზოგადოების ფონდის" ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელმა ვანო ჩხიკვაძემ მიმოიხილა "რუსულ კანონში" შემავალი მუხლები და საფრთხეები, რაც ამ კანონის გამო ქვეყანას ელოდება.

მან ჰელსინკის კომისიის წევრებს მიმართა და თქვა, რომ "რუსული კანონით" "ქართული ოცნება" საქართველოსა და დასავლეთს შორის კედელს აშენებს, რასაც მისი შეფასებით, კონკრეტული შედეგები უნდა მოჰყვეს.

"ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ მას მოუწევს თვალი გაუსწოროს შესაბამის შედეგებს“, - განაცხადა ვანო ჩხიკვაძემ.

ასევე, როგორც მან თქვა, ახლა საქართველოსთვის ყველა წუთი მნიშვნელოვანია და პარტნიორებს მოქმედებისკენ მოუწოდა.

"საქართველოს ხელისუფლება კედელს აშენებს საქართველოსა და დასავლეთს შორის...{რუსული} კანონი სრულად წაშლის კრიტიკულ ხმას და გაანადგურებს ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების გულუხვი მხარდაჭერით იყო შექმნილი. ეს ემუქრება დამოუკიდებელ მედიას, გამოხატვის თავისუფლებას. კანონი ეხება არა მარტო ორგანიზაციებს, არამედ ინდივიდუალურ პირებს და ასევე, პირად მონაცემებს.

5 თვეზე ნაკლები დარჩა გადამწყვეტ არჩევნებამდე საქართველოში. არჩევნები უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი მედიის, სამოქალაქო საზოგადოების გარეშე, რადგან {რუსული} კანონი სამოქალაქო აქტივისტებს აცხადებს, როგორც მოღალატეებს, უცხოელ აგენტებს...

ამ კანონის და მოვლენების უკან დგას ყველაზე მდიდარი ადამიანი საქართველოში - ბიძინა ივანიშვილი. ის თავის ბოლო გამოსვლაში, 29 აპრილს, ფაქტობრივად, დაემუქრა ყველა პოლიტიკურ ოპონენტს "ქართული ოცნების" რეპრესიებით და ასევე, სამოქალაქო საზოგადოებას და ხდება მტრული დამოკიდებულების შექმნა დასავლური ღირებულებების წინააღმდეგ.

დღეს, საქართველოს პრეზიდენტს სურს, რაც შეიძლება მეტი დაახლოება დასავლელ მეგობრებთან და აშშ-სთან. ჩვენი ისტორია გვანახვებს ყველას, რომ ჩვენ ვიბრძოდით ჩვენი მომავლისთვის და ჩვენ არ გვინდა დავკარგოთ ჩვენი მონაპოვარი და ვაღიარებთ, რომ ჩვენ მარტო არ ვართ ამ ბრძოლაში. მოკავშირეები ჩვენს გვერდზე დგანან და "მეგობარი" აქტი - იმედი მაქვს, იქნება მიღებული.

ყველა წუთი მნიშვნელოვანია. ფსონები საქართველოსთვის ძალიან მაღალია, საქართველოს მოქალაქეებისთვის და მეგობრებისთვის და თუ არ იმოქმედეს საქართველოს დასავლელმა მეგობრებმა, ეს იქნება საქართველოს დაკარგული შანსი და ამავე დროს, სჭირდება კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეაჩერებს მიმდინარე ხელისუფლებას რუსული ორბიტისკენ მოძრაობისგან. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ მას მოუწევს თვალი გაუსწოროს შესაბამის შედეგებს", - ამბობს ვანო ჩხიკვაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები