მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ყველა რეგიონში IT სკოლებს დავაფუძნებთ - "ლელო"

ლელო

„ლელო“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ყველა რეგიონში, IT სკოლებს დააფუძნებს" - ამის შესახებ პოლიტიკური პარტიის "ლელოს" წევრმა ნიკა ჩერქეზიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ლელოს გეგმებში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ისეთ მეგა პროექტს, როგორიც არის IT სკოლები საქართველოს სოფლებსა თუ ქალაქებში. „ლელო“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ყველა რეგიონში, IT სკოლებს დააფუძნებს, რათა ქართველ ახალგაზრდებს ჰქონდეთ საშუალება შეაღონ კარი ამ უდიდეს და პერსპექტიულ სივრცეში. ჩვენ უკვე გვაქვს ამის გამოცდილება წალენჯიხაში, ეს
წარმატებული გამოცდილებაა", - დასძინა მან.

მისივე თქმით, წალენჯიხაში არსებულ ნიკო კვარაცხელია სახელობის IT სკოლაში უკვე 150-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო განათლება.

"ნიკო კვარაცხელია სახელობის IT სკოლაში უკვე 150-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო განათლება და მათი უნარები არაფრით ჩამოუვარდება მსოფლიოს წამყვან საინფორმაციო ტექნოლოგიების სასწავლებლებში მიღებულ ცოდნას. ლელოს მიერ ინიციირებული ეს პროექტი, ყველა ოჯახისათვის ხელმისაწვდომს გახდის ასეთ მაღალანაზღაურებად სფეროში განათლების მიღებას. ლელო თვლის, რომ საქართველოს მომავალი ცოდნასა და განათლებაშია. ჩვენ უნდა ვაქციოთ ცოდნა კაპიტალად, რომელიც გაამდიდრებს თითოეულ ქართველს", - თქვა მან.

ცნობისთვის: "ლელოს" პირველი IT სკოლა წალენჯიხაში 2022 წლის 23 მაისს, მამუკა ხაზარაძის დაფინანსებით გაიხსნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები