მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მართვა 2026 წლიდან კულტურის სამინისტროს გადაეცემა

კულტურის კომიტეტი

კულტურის კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები.

საკითხი კომიტეტის წევრებს "ოცნების" მთავრობაში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ წარუდგინა.

გაბისონიას განცხადებით, ცვლილება 2026 წლის 1 იანვრიდან შევიდეს ძალაში და ითვალისწინებს, რომ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კონტროლის განმახორციელებელი ორგანო შეიცვლება განათლების სამინისტროს ნაცვლად პასუხისმგებელი უწყება კულტურის სამინისტრო გახდება.

მისივე თქმით, ცვლილება მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა და არ იცვლება ცენტრის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი. ასევე არ ხდება ბიუჯეტის შემცირება.

„ცვლილება ტექნიკური ხასიათის არის და გულისხმობს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ჩანაცვლებას კულტურის სამინისტროთი. არც ინსტიტუციის სტატუსი იცვლება და არც დაფინანსება“, - აღნიშნა გაბისონიამ.

კომიტეტმა ცვლილებების პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები