მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხელოვნური ინტელექტი იურიდიულ სამსახურში - რა შესაძლებლობები აქვს Lawformer?

როგორც წესი, იურიდიული პროცესები დიდ დროსთან, უამრავ დოკუმენტსა და რუტინულ გადამოწმებასთან ასოცირდება, თუმცა ტექნოლოგიებმა აქაც ახალი სტანდარტი შემოიტანა. ჩვენი სტუმარია გიორგი ღუღუნიშვილი, Lawformer-ის თანადამფუძნებელი. ეს არის პლატფორმა, რომელიც იურიდიული პროცესების სრულ ციფრულ ტრანსფორმაციას ახდენს. მათი სისტემა მოიცავს სპეციალურ ასისტენტს, რომელიც პირდაპირ Microsoft Word-შია ინტეგრირებული და კომპანიის შიდა პოლიტიკის გათვალისწინებით, ავტომატურად გადახედავს ხელშეკრულებებს თუ სხვა დოკუმენტებს. გარდა ამისა, Lawformer-ს აქვს დოკუმენტების მენეჯმენტის სისტემა, სადაც ხელმოწერილი ფაილები ერთ სივრცეში გროვდება და მათში არსებული ძირითადი პირობები ავტომატურად, ცხრილის სახით არის წარმოდგენილი.

სტუმარი: გიორგი ღუღუნიშვილი - Lawformer-ის თანადამფუძნებელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები