მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხელოვნური ინტელექტი VS საავტორო უფლებები - დაწესდება თუ არა ტარიფი AI-ის გამოყენებაზე?

ხელოვნური ინტელექტი მუსიკასა და ტექსტებს აგენერირებს, თუმცა ვის ეკუთვნის უფლებები ამ კონტენტზე? - ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციაში ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე საუბრობენ და ამბობდნენ, რომ საქართველოში ფიზიკური და იურიდიული პირები ავტორებისთვის ჰონორარების გადახდას AI-ის მეშვეობით თავს არიდებენ და შესაბამის ნაწარმოებებს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ქმნიან. ასოციაციის წარმომადგენლებმა დღეს ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე და შესაძლო რეგულირების მექანიზმებზე საკანონმდებლო ორგანოში იმსჯელეს - როგორ უნდა იყოს დაცული ავტორებისა და შემსრულებლების საავტორო უფლებები ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების ფონზე და როგორია ამ კუთხით პრაქტიკა?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები