გუშინ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ ღონისძიება გამართა – ,,ეთიკური ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი სტანდარტები საჯარო სექტორში”. ღონისძიების მიზანი იყო ხელოვნური ინტელექტის ეთიკური სტანდარტების შემუშავების ხელშეწყობა მისი საჯარო სექტორში ინტეგრაციისთვის და დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლება ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო პრაქტიკის, უახლესი რეგულაციების, განვითარების ტენდენციების, გამოწვევების და შესაძლებლობების შესახებ.