ბიზნესი შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტრანსფორმაციის წინაშე იდგეს, რომელიც არა მხოლოდ მომხმარებლის ქცევას, არამედ კონკურენციისა და მარკეტინგის ფუნდამენტურ პრინციპებს შეცვლის.
ათწლეულების განმავლობაში კომპანიები იბრძოდნენ მომხმარებლის ყურადღებისთვის: ქმნიდნენ რეკლამებს, აძლიერებდნენ ბრენდებს, მილიონებს ხარჯავდნენ იმისთვის, რომ მომხმარებელს სწორედ მათი პროდუქტი აერჩია.
მაგრამ რა მოხდება, თუ უახლოეს მომავალში მომხმარებელი არჩევანის გაკეთებას ხელოვნურ ინტელექტს მიანდობს?
ეს ბიზნესისთვის სრულიად ახალ კითხვას აჩენს: როგორ უნდა მოიპოვოს კომპანიამ კონკურენტული უპირატესობა სამყაროში, სადაც მისი პროდუქტის არჩევაზე სულ უფრო ხშირად არა უშუალოდ მომხმარებელი, არამედ ხელოვნური ინტელექტი მოახდენს გავლენას? შესაძლოა, მომავლის მარკეტინგის მთავარი გამოწვევა აღარ იყოს მხოლოდ ის, როგორ დავარწმუნოთ მომხმარებელი, არამედ ისიც, როგორ გავხდეთ ხელოვნური ინტელექტის რეკომენდაციის ნაწილი.
სტუმარი: თამარ კერძაია - განათლების ტრანსფორმაციის ექსპერტი და ასოცირებული პროფესორი






























