მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელოვნური კუნძული - $100-მილიონიანი მეგაპროექტი ბათუმში;

2021 წლის სექტემბრის ბოლოს ცენტრალურმა მთავრობამ აჭარის მთავრობასთან ერთად, ბათუმში $100-მილიონიანი მეგაპროექტის, პირველი კუნძულის მშენებლობის შესახებ განაცხადა, რომელსაც „განსაკუთრებული ობიექტის“ სტატუსი მიენიჭა. საუბარია 90 ჰა ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ბარცხანისა და თამარის დასახლების ორკილომეტრიან სანაპირო ზოლს, რომელიც ხელოვნური კუნძულის აშენების მიზნით კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ გადაეცა, რომელიც თავის მხრივ სპეციალურად ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის 2021 წლის ზაფხულში დაფუძნდა.

კომპანიას ორი აქციონერი ჰყავს, ესენია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ოფშორში რეგისტრირებული კომპანია Property Assets Investment LTD-ი, რომელსაც პროექტის 82%-იანი წილი ეკუთვნის და შპს „ბათუმი აილენდი“, რომელიც პროექტის 18%-იან წილს ფლობს, რომლის 100%-იანი წილი ბიზნესმენ ფრიდონ ქათამაძეს ეკუთვნის.

პროექტის ფარგლებში, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის ტერიტორიას გააერთიანებს, პლაჟები, აქტიური და პასიური დასვენების კუთხეები, სასეირნო პრომენადები, ზღვისპირა ბულვარი მოეწყობა და აკვაპარკები, იახტკლუბი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები და საცხოვრებელი დანიშნულების ნაგებობები აშენდება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წარმოდგენილ კონცეფციას სხვა მნიშვნელოვანი დატვირთვაც აქვს, მათ შორის მსხვილმასშტაბიანი ინვესტიციების მოზიდვა და ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების გაფართოება, რაც ქალაქის არსებული ჭარბი განაშენიანებისგან განტვირთვას და მისი სანაპირო ზოლის გამაგრებას ნიშნავს.

პროექტის დაანონსების დროს კომპანიაში ბმჯს უთხრეს, რომ საშუალოდ 1,5-წელი დასჭირდებოდა კვლევებს, რის შემდეგაც უკვე სამშენებლო სამუშაოები დაიწყებოდა, უშუალოდ დასრულებული სახით კი პროექტი აჭარას და მთლიანად საქართველოს 2028 წელს უნდა ჰქონდეს. პროექტი აქტუალური გახდა მიმდინარე წლის ზაფხულში, როცა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ხელოვნური კუნძულის მოწყობასთან დაკავშირებული განცხადების განხილვის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო და კომპანიას დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვა. თუმცა როგორც მაშინ კომპანიაში განგვიმარტეს, სახელმწიფოს მხრიდან წარდგენილი მოთხოვნა განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენდა და რამდენიმე დღეში მოხერხდა მათთვის მოთხოვნილი დოკუმენტაციის მიწოდება. სულ ცოტა ხნის წინ კი უკვე დასრულდა საბოლოო დოკუმენტაციაზე მუშაობა, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანია უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების დაწყებას აანონსებს.

სტუმარი: გოჩა კამკია - „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ იურისტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები