მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელსახოცი, რომელზედაც მესიმ “ბარსელონასთან” თავისი პირველი კონტრაქტი გააფორმა აუქციონზე გაიყიდება

მესის პირველი კონტრაქტი იყიდება

ლიონელ მესიმ ბარსელონასთან პირველი კონტრაქტი 2000 წელს ხელსახოცზე გააფორმა ახლა კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს უნიკალური სპორტული ნივთი აუქციონზე გასაყიდად გამოვა.
ლონდონში დაფუძნებული სააუქციონო სახლი “Bonhams” აუქციონს 17 მაისს დაიწყებს, ხოლო ნივთის საწყისი ფასი 220 ათასი გირვანქა სტერლინგი იქნება.

13 წლის მესისთან შეთანხმება 2000 წლის 14 დეკემბერს “ბარსელონას” იმჟამინდელ სპორტულ დირექტორ კარლეს რეშაკის მეშვეობით შედგა. სიტუაცია იმდენად დაძაბული იყო, რომ მესის დაკარგვის შიშით დირექტორმა სასწრაფო წესით ხელსახოცი ამოიღო და არგენტინელ ჯადოქართან ფორმალური ხელშეკრულება დადო. რეშაკთან ერთად ხელი მოაწერეს მესის საფეხბურთო აგენტებმა ხოსე მარია მინგელამ და ორაციო გაჯიოლიმ.

“Bonhams-ის” სააუქციონო სახლის რელიკვიური წიგნებისა და ნაწერების ხელმძღვანელის იან ელინგის განცხადებით ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არტეფაქტია, რაც კი აუქციონზე გამოუტანიათ:

“ამ ხელსახოცმა მესის, “ბარსელონასა” და მთლიანად ფეხბურთის ისტორია შეცვალა. ამ უდიდესი სპორტული რელიკვიის წყალობით მილიარდობით საფეხბურთო გულშემატკივარი გაბედნიერდა” -განაცხადა იან ელინგმა.

ხელსახოცი ამ დრომდე აგენტ მინგელასთან ინახებოდა, რომელიც ანდორაში ცხოვრობს და სხვადასხვა დროს “ბარსელონასაც” შესთავაზა საკუთარ მუზეუმში განსათავსებლად, რაზედაც კლუბისგან პასუხი არ მიუღია. მინგელას სურვილია, რომ ხელსახოცმა საბოლოოდ კატალონიური კლუბის მუზეუმამდე მიაღწიოს, მაგრამ თუ ასე არ მოხდა შემოსულ თანხას მაინც გუნდის ფონდის ანგარიშზე გადარიცხავს, რომელსაც დიდი ეკონომიკური და ფინანსური პრობლემები აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები