ევროპა ნოსტრას "ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოების" უმაღლესი აღიარება, გრან-პრი ნომინაციაში "მოქალაქეების ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება" ქართულმა პროექტმა - ხევსურეთში ცისკარაულების კოშკის აღდგენამ - დაიმსახურა. 2024 წლის გამარჯვებულები გუშინ ბუქარესტში რუმინულ ათენეუმში გამართულ ღონისძიებაზე გამოვლინდნენ.
დაჯილდოების ცერემონიალზე დასახელდა გრან-პრის ხუთი ლაურეატი და 2024 წლის ხალხის რჩეულის ნომინაციის გამარჯვებული, რომლებიც მიიღებენ ფულად ჯილდოს 10000 ევროს ოდენობით. გრან-პრის მფლობელები ევროპა ნოსტრას საბჭომ, დამოუკიდებელი ექსპერტების ჟიურის რეკომენდაციით ევროპის 18 ქვეყნის 26 გამარჯვებულს შორის შეარჩია.
"ცისკარაულის კოშკის აღდგენაზე სამი წლის განმავლობაში 46 ქართველი და საერთაშორისო მოქალაქე ტექნიკურ ექსპერტებთან და ტრადიციულ ხელოსნებთან ერთად მუშაობდა. პროექტმა აამაღლა ცნობიერება ქართული მემკვიდრეობის ღირებულების შესახებ ევროპის მასშტაბით. პროექტის წამყვანი პარტნიორი იყო ეროვნული ფონდების საერთაშორისო ორგანიზაცია (INTO), რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობდა საქართველოს ეროვნულ ფონდთან, რამპართან (REMPART) (საფრანგეთი) და სიდლეჩინის კოშკის ასოციაციასთან (პოლონეთი). პროექტი განხორციელდა კონფლიქტურ რეგიონებში მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო ალიანსის (ALIPH) მხარდაჭერით.
ხევსურული კოშკის აღდგენის პროექტი 2021-2023 წლებში რუსული ჭურვის შედეგად დაზიანებული ცისკარაულების კოშკის გადარჩენას გულისხმობდა.
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციაზე, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, საქართველოში 420 000 ლარი დაიხარჯა, საიდანაც, დაახლოებით 90 000 ლარი პროექტში ჩართულ ადგილობრივ თემს მოხმარდა. პროექტი ქართველი და ევროპელი პროფესიონალებისა და ახალგაზრდა მოხალისეების ერთობლივი მუშაობის შედეგია", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ხევსურეთში განხორციელებულ პროექტთან ერთად "ევროპა ნოსტრას" გრან-პრის მფლობელები გახდნენ: