მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხიდების გამოკვლევა/გამოცდისთვის გზების დეპარტამენტი ₾703.8 ათასს გადაიხდის - შესყიდვის დეტალები

სახიდე გადასასვლელი

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე არსებული სახიდე გადასასვლელების გამოკვლევა - გამოცდისთვის 703.8 ათასი ლარის სახელმწიფო შესყიდვა გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა გამოცადოს მათ შორის, საერთაშორისო მნიშვნელობის გზები. თბილისი - სენაკი - ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე არსებული 6 სახიდე გადასასვლელი. ასევე, თბილისი - ბაკურციხე - ლაგოდეხის) აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე არსებული 3 სახიდე გადასასვლელი, ხაშური - ახალციხე - ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე 1 გადასასვლელი, გორი (სატრანსპორტო კვანძი) - ცხინვალი - გუფთა - ჯავა - როკი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე 1 გადასასვლელი, სამტრედია - ლანჩხუთი - გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე 1 სახიდე გადასასვლელი.

ასევე, კომპანიამ უნდა გამოცადოს, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე არსებული 32 სახიდე გადასასვლელი.

პირობების მიხედვით, პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შესაბამის სფეროში აკრედიტებული ლაბორატორია, ან გაფორმებული ჰქონდეს განზრახვათა (წინასწარი) ხელშეკრულება ასეთ ლაბორატორიასთან, მინიმუმ, წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადით თანამშრომლობისთვის მზადყოფნის თაობაზე და რომ გამარჯვების შემთხვევაში, აღნიშნული ლაბორატორია, მიმწოდებლის დავალებით, განახორციელებს კონკრეტულ გამოცდა-გამოკვლევას. ორივე შემთხვევაში ლაბორატორია აკრედიტებული უნდა იყოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ტექნიკურ კომპეტენტურობაზე და უფლებამოსილი უნდა იყოს ჩაატაროს ანალოგიური საქმიანობის სფეროში (რკ.ბეტონისა და ფოლად-რკ.ბეტონის ხიდების გამოცდა-გამოკვლევა) კონკრეტული გამოცდები, გაზომვები, ანალიზები, შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების შესაბამისად.

ტენდერი 5 მაისს გამოცხადდა და განაცხადების მიღების ვადა 10 ივნისს იწურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები