მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხიდი დასავლეთთან - რატომ არის ჰონგ კონგი ჩინეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი?

1984 წელს, ზუსტად ამ დღეს, ჩინეთი და გაერთიანებული სამეფო შეთანხმდნენ 1997 წლის 1 ივლისს ჰონკონგის მმართველობის ჩინეთისთვის გადაცემაზე.ჩინურ-ბრიტანული დეკლარაციის თანახმად, ჩინეთისათვის გადაცემისთანავე ჰონგ კონგს 50 წლით, 2047 წლამდე ავტონომია მიენიჭა. იქამდე ჩინეთი მხოლოდ ჰონგ კონგის უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის საკითხებს განაგებს. ყველა სხვა დანარჩენი, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა მთლიანად ადგილობრივი მთავრობის პრეროგატივაა. სახელმწიფო მოწყობის ამგვარმა მოდელმა და "ერთი სახელმწიფო - ორი სისტემის" პრინციპმა დიდწილად განაპირობა ის, რომ დღეს ჰონგ კონგი მსოფლიოში ფინანსურ, სავაჭრო თუ ლოგისტიკურ ჰაბად პოზიციონირებს და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მთავარი დამაკავშირებელია აზიისა და დასავლეთის ეკონომიკებს შორის. დღევანდელ სიუჟეტში ამ ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური აღმავლობის ისტორიის კვალდაკვალ მიმოვიხილავთ იმასაც, თუ რა მნიშვნელობა აქვს ჰონგ კონგს გლობალური ეკონომიკისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები