საქართველო აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის მასპინძელია, რომელსაც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის წევრი სახელოებიდან ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრები ესწრებიან. წლევანდელ კონფერენციაზე იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს მიმოიხილავენ, რომელთა წინაშე აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონი დგას, მათ შორისაა კლიმატის ცვლილება, ხელოვნური ინტელექტი და მწვანე გლობალიზაცია. დღეს, კონფერენციის ფარგლებში, Galt & Taggart-ისა და თიბისი კაპიტალის ორგანიზებით პანელური დისკუსია გაიმართა, რომლის მთავარი თემა - მდგრადი დაფინანსება და კაპიტალის ბაზრის განვითარებაში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების მნიშვნელობა იყო.