მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ხილი არ არსებობს, რომლისგან დამზადებული საპონიც არ გვაქვს“ - როგორია მოთხოვნა "კუმპიტოს" პროდუქციაზე?

კუმპიტო

„ხილი არ არსებობს, რომლისგან დამზადებული საპონიც არ გვაქვს“, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ კომპანია “კუმპიტოს” დამფუძნებელმა, ნინო გუნიამ განაცხადა.

„კუმპიტო“ ქართული ხელნაკეთი საპნებისა და თავის მოვლის საშუალებების ბრენდია, რომელიც ბაზარზე 2020 წლიდან გამოჩნდა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, პროდუქცია სრულად ნატურალური, საკვები ინგრედიენტებისგან მზადდება და განსაკუთრებით ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. შესაბამისად, "კუმპიტო" სარეალიზაციოდ ძირითადად ტურისტულად დატვირთულ ლოკაციებს ირჩევს. გარდა ხილისა, კომპანია 12 სახეობის ღვინის საპონს ამზადებს, რომელიც გაყიდვებით ყველა ლიდერობს.

„პირველი საწარმო "ბაზარი ორბელიანზე იყო", რომლის დამსახურებაცაა კომპანიის წინსვლა და განვითარება. ყოველწლიურად როგორც მომხმარებელი, ასევე პროდუქცია და ფილიალები გვემატება. პროდუქციას ადგილზე, მომხმარებლისთვის თვალსაჩინოდ ვამზადებთ, რაც განსაკუთრებით ტურისტებისთვისაა საინტერესო პროცესი. ამ ეტაპზე, ჩვენი მომხმარებლის მოთხოვნას სრულად ვაკმაყოფილებთ. უწყვეტი მიწოდება გვაქვს. ჩვენი ყველა საპონი ფუნქციურია.

გარდა "ბაზარი ორბელიანისა", მეორე ფილიალი "გალერია თბილისში" გვაქვს. ამასთან, ყველა გამოფენა - გაყიდვაში ვიღებთ მონაწილეობას. სამწუხაროდ, ჩვენი მომხმარებლების 80% არის ტურისტი. შესაბამისად, ვცდილობთ რომ ჩვენი სარეალიზაციო არეალი დავაკავშიროთ ტურისტულად დატვირთულ ადგილს. რაც შეეხება ადგილობრივებს, რა თქმა უნდა ქართველი მომხმარებლები ძალიან პრიორიტეტულები არიან, თუმცა მაინც დამოკიდებული ვართ ტურისტებზე“,- აცხადებს გუნია.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, ადგილობრივ ბაზარზეც მომხმარებლების ნდობა უკვე მოიპოვეს და არაერთი ლოიალური მომხმარებელი ჰყავთ.

„ყოველ წელს, რეალიზაციის კუთხით ზრდა გვაქვს. რომ არა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, რამაც ტურისტული ნაკადები შეგვიმცირა, შესაძლებელია უფრო მაღალი მაჩვენებლებიც გვქონოდა, მაგრამ უკმაყოფილო არც ერთი წლის არ ვართ. ახლა იწყება ყველაზე აქტიური პერიოდი, რადგან რეგიონებში ვნაწილდებით ხოლმე. ბათუმში 2 -თვიან გამოფენაზე ვიღებთ ხოლმე მონაწილეობას. იქაც პატარა საწარმო გვაქვს, რომელსაც სეზონურად ვამუშავებთ და პროდუქციის რეალიზაცია ვახდენთ. თუმცა, აქაც არ ვწყვეტთ მუშაობას. ჩემი ბიზნესისთვის ახლა ოქროს პერიოდია.

ზაფხულის პერიოდში მოთხოვნადია ხილი და ნატურალური ვიტამინები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროდუქცია სეზონური ხილით იყოს დამზადებული. კომპანიის მთავარი კონცეფციაც ზუსტად ისაა, რომ არაფერი გაყინულისგან და ქიმიური დანამატებისგან არ უნდა მზადდებოდეს“,- ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები