საქართველოში სამშენებლო ხის მასალის იმპორტი რეკორდულ ნიშნულზეა. 2023 წელს ქვეყანაში ბოლო 14 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი რაოდენობის - 16 095 ტონა სამშენებლო ხე შემოვიდა, მაშინ როცა გასულ წელს მაჩვენებელი 11 908 ტონა იყო.
საქართველოში ხის ძირითადი იმპორტიორი რუსეთია, 2023 წელს საქართველოში რუსეთიდან 7 543 630 აშშ დოლარის 5 853 ტონა სამშენებლო ხე შემოვიდა.
რუსეთთან ერთად, სამშენებლო ხის იმპორტი ჩინეთიდან, ავსტრიიდან,თურქეთიდან ბელარუსიდან, პოლონეთიდან და აზერბაიჯანიდან ხდება.
საქართველოში მოქმედი კომპანიები ადასტურებენ, რომ ხის სახლებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება, ფასი კი კვ.მ-ზე ხის კოტეჯების მშენებლობის შემთხვევაში 700-800 ლარს აღწევს.