"ლელოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ დარღვევის ყველა ფაქტზე შესაბამისი საჩივარი უნდა შედგეს და საზოგადოებამ იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე. ამის შესახებ მან საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ მედიასთან გააკეთა კომენტარი.
"ხმა მივეცი იმას, რომ ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს თავისი ქალაქის მმართველობა. აუცილებელია ახლა ჩვენ ვიაქტიუროთ. აქტიურობის, არ დანებების და შეუპოვრობის გარეშე ცვლილებები არ მოვა. ამიტომ, მინდა ყველას მოვუწოდო, რომ თავისი ყველაზე ეფექტური იარაღი, თავისი ხმა მისცეს იმას, რომ შევძლოთ იმ მიზნის აღსრულება, რომელიც ქართველ ხალხს სურს და ეს არის თავისი ქვეყნის, ქალაქების, დასახლებული პუნქტების დაბრუნება და ამ შემთხვევაში თბილისის.
ყველა დარღვევა უნდა აღირიცხოს, ყველგან იწერება საჩივრები. იქნება მაქინაციების მცდელობა, ეს დამახასიათებელია დღევანდელი ხელისუფლებისთვის. დიდი ილუზიები [დარღვევებზე რეაგირებასთან დაკავშირებით] არ გვაქვს, მაგრამ ჩვენი ვალდებულება უნდა შევასრულოთ, რომ საზოგადოებამ იცოდეს რასთან გვაქვს საქმე",- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.




























